1. პროექტის სახელწოდება-მოცარტი "ბავშვი საოცრება". 2. პროექტის მთავარი თემა-მოცარტის ცხოვრება და შემოქმედება,ბავშვობის წლები. რატომ უწოდებდნენ "ბავშვი საოცრება"-ს. 3.პროექტის აქტუალობა-მოსწავლეები დახვეწავენ მუსიკალურ გემოვნებას,გაიხსენებენ რა არის კლასიკა , რა როლი ენიჭება ადამიანის ჩამოყალიბებაში და რა გავლენას ახდენს ფსიქიკაზე. წარმოდგენა შეექმნებათ მოცარტის ცოხვრებასა და მოღვაწეობაზე 4.პროექტის მიზნები-მოსწავლეები გამოიმუშავებენ მუსიკის მოსმენის კულტურას და გამოხატავენ თავიანთ მოსაზრებას ნაწარმოების მიმართ.ამოიცნობენ საკრავებს,განიხილავენ და შეადარებენ ერთმანეთს სხვადასხვა ნაწარმოებებს,გამოიყენებენ მუსიკალურ ტერმინებს.
5.მონაწილეთა ასაკი-მე-7 კლასი 6.ვადები/ ხანგრძლივობა-10 დღე 7.მოსალოდნელი შედეგები-კედლის გაზეთის შექმნა. 8პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები-ელექტრონული საშუალებები და მხატვრული ფილმი " ამადეუსი". დიდ ფორმატი,მოცარტის 2 სურათი,ფლომასტერები. 9.პროექტის მსვლელობა-კლასი გაიყოფა 2 ჯგუფად ,1-ჯგუფი მოიძევს ბიოგრაფიულ მასალას ,2- ჯგუფი მოიძევს ფილმს და პროექტისთვის საჭირო რესურსებს, პირველი და მეორე ჯგუფი ერთად ნახავენ ფილმს სკოლის კომპიუტერულ ლაბორატორიაში და შეაჯერებენ აზრებს.
შეფასება: იხილეთ შფასების რუბრიკა.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ე.ს.გ.კავშირი:ქართული ენა,მსოფლიო ისტორია,მუსიკა,ხელოვნება. 11.პროექტის ხელმძღვანელი-ნინო მამაცაშვილი